Uncategorized @ka-ge

როგორ ავარჩიოთ გენერატორი

გენერატორის არჩევისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი სიმძლავრეა. შესაბამისად, პირველ რიგში დასათვლელია, თუ რამდენ ვატს მოიხმარს ელექტრო ტექნიკა და განათება, რომელმაც გენერატორზე უნდა იმუშაოს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ვარჩევთ რამდენი KWA სიმძლავრის გენერატორი გვჭირდება.

მას შემდეგ რაც გავარკვევთ, რა სიმძლავრის გენერატორი დაგვჭირდება, უნდა ავარჩიოთ გენერატორის ტიპი და მისი დამახასიათებელი თავისებურებები

საწვავი – არსებობს დიზელზე, ბენზინზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გენერატორები. გაზის გენერატორი ყველაზე ეკონომიურია, თუმცა ნაკლებად გავრცელებულია და საკმაოდ ძვირიც ღირს. მაღალი სიმძლავრის გენერატორების უმრავლესობა დიზელზე მუშაობს.

სტარტი – გენერატორი შეიძლება იყოს მექანიკურ სტარტზე (თოკით) ან ელექტრო სტარტზე, აკუმულატორის საშუალებით.

კამერა – გენერატორი შეიძლება იყოს ხმის დამხშობი კამერით ან მის გარეშე. ხმის დამხშობი კამერა გენერატორის ფასს აძვირებს, თუმცა აუცილებელია ხშირ შემთხვევაში.

ძრავის ბრუნვის სიჩქარე – ზოგ შემთხვევაში ბრუნვის სიჩქარესაც აქცევენ ყურადღებას, კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე. რაც უფრო სწრაფად ბრუნავს ძრავი მით უფრო მცირე სამუშაო რესურსი აქვს.

TMG Power Georgia გთავაზობთ 12-1000 კვტ-მდე სიმძლავრის დიზელ-გენერატორებს და მათ სრულ სერვისს.

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ან მოგვწერეთ 599 44 44 84